
თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში ცოტა ხნის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც იქ მცხოვრებლებსა და სამართალდამცველებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
მოქალაქეები სახლებში შესვლას ითხოვნდნენ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.
ადგილზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. აღსრულების ბიუროს ცნობით, ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
ამასთან, აღსრულების ბიურო მოუწოდებს „უკანონოდ შეჭრილ პირებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღონ შეთავაზებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიურო ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება“.
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია
25/07/2025
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025