
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, შესაძლოა, ვროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
გამოცემა Financial Times-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ტუსკი აღნიშნავს, რომ მის ზოგიერთ კოლეგას მცდარი წარმოდგენა აქვს უნგრეთის არჩევნებთან მიმართებით, რომელიც უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირებად მიაჩნდათ.
„ჩემს კოლეგებს, შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა ჰქონდეთ, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირება იყო. პეტერ მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება“, - ამბობს პოლონეთის მთავრობის თავმჯდომარე.
0
0