01/12/2022
12:10
სპორტი
გორში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე, გურამ თუშიშვილის გამარჯვებას ლეგენდარულ ფრანგ ტედი რინერთან, მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა: როგორც ძიუდოს პოპულარული ევროპული საიტი Judoinside.com წერს, თუშიშვილი მოსახსნელი იყო, რადგან შეტევისას საყრდენ ფეხზე გამოჰკრა მეტოქეს.
საიტის ცნობით, თურმე ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქომაგები წერენ. ქომაგთა ემოცია გასაგებია - "კერპთა მსხვრევას" იოლად ვერ ეგუებიან, თუმცა გასაკვირია, ასეთი დონის საიტმა რატომ დაუთმო ამას ამდენი ყურადღება?
თანაც, Judoinside.com იმასაც წერს, რომ თურმე ამ შეხვედრით მსაჯთა კომისიის დირექტორი დანიელ ლასკაუც დაინტერესებულა და შეხვედრის ზედამხედველების - ანდრეას ჰამპელისა და ფრენკ ოცკოსთვის პირადად მოუთხოვია განმარტება, რატომ მისცეს "ვაზარი" და არა - "ჰანსოკუმაკე", ანუ რატომ არ მოხსნეს თუშიშვილი.
წყარო" lelo.ge
0
0