
10 ივნისს, თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, რესტორნის „ბადაგონის სახლი ალავერდთან“ სივრცეში იმართება ღონისძიება „თუშური კულტურის დღე“.
ორგანიზატორები არიან: ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და რესტორნების ქსელი „ბადაგონის სახლი“, რომელიც ერთად ზრუნავენ თუშური კულტურის და ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციაზე.
სტუმრებს საშუალება ექნებათ:
▪ გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები;
▪ ადგილზე დააგემოვნონ რესტორანი „ბადაგონის სახლის“ შეფის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული თუშური ტრადიციული კერძები. (კოტორი, ხავიწი, გორდილა, ერბოან ყვა, ყაღი და ა.შ) და თავადაც ჩაერთონ მომზადების პროცესში.
▪ გაეცნონ თუშ მეწარმეებს და მათ პროდუქციას.
▪ გაეცნონ ტრადიციულ თუშურ ხელსაქმეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია.
0
0