
თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლისთვის სიმულატორების გადაცემა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
„ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოკტენდურალი დაესწრნენ. განახლებული სიმულაციური კლასი არტილერისტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0