23/11/2024
18:20
მსოფლიო
გაზპრომბანკის მიერ გაცემული ჩინური UnionPay სისტემის რუსულ ბარათებზე თურქულმა ბანკებმა მომსახურება შეწყვიტეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. არსებული ინფორმაციით, ბანკომატიდან თანხის მიღების მცდელობისას, ეკრანზე გამოდის გაფრთხილება ტექნიკური შეცდომის შესახებ, ან რომ აღნიშნული ბანკი ამ ბარათს არ ემსახურება.
მომსახურებაზე უარის თქმა ეხება როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ ბარათებს. ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო თურქული ბანკები, ასევე ფინანსური ორგანიზაციები. ამავდროულად, ბანკომატის ეკრანზე ხშირად ჩნდება შეტყობინება, რომ ოპერაციები შეუძლებელია, რადგან ბანკები მასზე ნებართვას არ აწესებენ.
21 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამჯერად სანქციების ქვეშ მოექცა გაზპრომბანკიც, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზის საფასურის გადახდა ხდებოდა.
0
0