თურქმენეთის ვადამდელ არჩევნებში ბერდიმუხამედოვის ვაჟმა გაიმარჯვა
15/03/2022
12:05
მსოფლიო
A-
+A
თურქმენეთის ახალ პრეზიდენტად მოქმედი პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შვილი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი აირჩიეს. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება.
თურქმენეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 40 წლის სერდარ ბერდიმუჰამედოვს ამომრჩეველთა 72,97%-მა მხარი დაუჭირა.
თურქმენეთის პრეზიდენტის არჩევნები 12 მარტს ჩატარდა. მასში 9 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის შვილის გამარჯვებაში ეჭვი პრაქტიკულად არავის ეპარებოდა. ამომრჩევლის აქტივობამ 97% შეადგინა.
შეგახსენებთ, 11 თებერვალს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ის პოსტს 15 წლის განმავლობაში იკავებს და ახლა აუცილებელია „ახალგაზრდებისთვის გზის გახსნა“.
0
0
435
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%