-share.jpg)
თურქმა კანონმდებლებმა მხარს დაუჭირეს მასობრივი ინფორმაციის შესახებ ახალ კანონს, რომელიც ნებისმიერი პირის მიერ "ყალბი ინფორმაციის" გავრცელებისთვის სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კანონს მკაცრი კრიტიკა დაატყდა თავს უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ აღნიშნული ნორმა შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას კარსმომდგარი არჩევნების წინ.
პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიისა და პარლამენტში მისი ულტრანაციონალისტური მოკავშირეების წინადადებით ინიციირებულ სადავო ცვლილებას თურქმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 13 ოქტომბრის საღამოს, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა თურქეთის ხელისუფლებას, რომ არ მიეღო აღნიშნული კანონი.
ახალი კანონის თანახმად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ჟურნალისტებსა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ისეთ ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის, რომელსაც ხელისუფლება "ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანდაცვისათვის" სახიფათოდ ჩათვლის.
ამასთან, ბუნდოვანმა განმარტებამ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს "ყალბ ინფორმაციად", ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია.
"დღეს კიდევ ერთი შავი დღეა თურქეთში პრესის თავისუფლებისა და ონლაინის მეშვეობით აზრის გამოხატვისთვის", - Amnesty International-ის რეგიონულმა მკვლევარმა, გიუნეი ილდიზმა. "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე დაწესებული გაძლიერებული კონტროლის შემდეგ, ეს ახალი ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ხელისუფლებას მათზე ცენზურის დაწესებისა შესაძლებლობას მისცემს და კარსმომდგარი არჩევნების წინ გაჩუმებას აიძულებს კრიტიკულ ხმებს,"- დასძინა მკვლევარმა.
მოელიან, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც სოციალურ ქსელებს დემოკრატიის საფრთხე უწოდა, მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებში ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წააწყდება თავისი 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში
0
0
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
21/03/2026