
თურქეთში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ spnews-ს დაუდასტურა.
“თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქ. ანთაქიაში საქართველოს მოქალქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან” - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ “სფეისნიუსმა" გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.
დაღუპულია სენაკის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის ემიგრანტი ქალი.
ცნობისთვის, მიწისძვრამ თურქეთში 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, განმეურებით ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას შეადგენდა.
როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, ამ დროისთვის დაღუპულია 912 ადამიანი. დაინგრეულია 2818 შენობა დაინგრა.
0
0
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
02/04/2026