თურქეთის ქალაქ ანტალიაში საბაგირო გზაზე მომხდარი ავარიის შემდეგ მაშველებმა 184 ადამიანიდან 98-ის ევაკუაცია შეძლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
საბაგირო გზის საყრდენის ნაწილი პარასკევს გაწყდა და ერთ-ერთ კაბინას დაეცა, რის შედეგადაც მისი იატაკი ჩავარდა და შიგნით მყოფები სიმაღლიდან ჩამოვარდნენ. ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ. მოძრაობა შეწყდა და 184 ადამიანი სიმაღლეზე კაბინებში დარჩა.
7:15 საათისთვის მაშველებმა 15 შეკიდული კაბინიდან 98 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
ოპერაციაში მონაწილეობს შვიდი ვერტმფრენი, 543 ადამიანი და ერთი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი - განაცხადა ერლიკაიამ.
იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 გაგზავნა.
0
0