03/10/2023
09:41
მსოფლიო
თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სამმართველომ და პოლიციამ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ოპერაცია 18 პროვინციაში ჩატარდა და მისი სამიზე "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ფარული სტრუქტურების განადგურება იყო. ოპერაცია ერთდროულად განხორციელდა და მის ფარგლებში 90-მდე ადამიანი დააკავეს.
გუშინ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რომლის დროსაც 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი ბოევიკი "გაანეიტრალეს". ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. "ქურთისტანის მუშათა პარტია" თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.
0
0