-share.jpg)
16 თებერვლის დილის მდგომარეობით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 41 987 ადამიანს მიაღწია. სირიის მონაცემები გუშინდელი დღის შემდეგ არ განახლებულა.
დაღუპულთა განახლებული რაოდენობა „AFAD“-მა გამოაქვეყნა.
„ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეპში, შანლიურფაში, დიარბაკირში, ადანაში, ადიამანში, ოსმანიეში, ჰატაიში, კილისში, მალათიასა და ელაზიგში, სულ დაიღუპა 36 187 და დაშავდა 108 068 ადამიანი. სტიქიის შედეგად 216 347 დაზარალებული ევაკუირებულია რეგიონიდან სხვა პროვინციებში“, - იტყობინება AFAD.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში და ადგილზე სხვადასხვა სამუშაოების ორგანიზებაში ჩართული ადამიანების საერთო რაოდენობა 253 ათას ადამიანს აღემატება, ჩართულია 12,5 ათასზე მეტი ტექნიკა. საჰაერო მიმოსვლის სახით 6,5 ათასი რეისი განხორციელდა.
Al Jazeera-ს ცნობით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 5800-ზე მეტია, ეს რიცხვი, გაეროს და სირიის რეჟიმის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა.
0
0