თურქეთში, მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ქალი ცოცხალი გამოიყვანეს
A-
+A

დღეს დილით, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში, მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან 40 წლის ქალი ცოცხალი გამოიყვანეს. სიბელ კაია ნანგრევებში 175 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
CNN-ის ინფორმაციით, თურქეთის სამხრეთით, კაჰრამანმარასის პროვინციაში, მაშველებმა ასევე კიდევ სამი ადამიანი გადაარჩინეს - სავარაუდოდ - დედა, მისი ქალიშვილი და ბავშვი. ასევე სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 თებერვალს გაზიანთეფში მაშველებმა 13 წლის მოზარდი გადაარჩინეს.
"შენ სასწაული ხარ", - ასე შეაფასეს მაშველებმა მოზარდის გადარჩენა.
მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ გადარჩენილების პოვნის შანსი მცირდება.
სირიასა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33 000-მდე გაიზარდა და, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.
0
0
349
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%