
ბოლო მონაცემებით, ორშაბათს, დილით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 912 ადამიანი დაიღუპა და 5385 დაშავდა.
ეს მაჩვენებელი, ადგილობრივი დროით 13:00 საათისთვის, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, იუწყება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu.
ერდოღანის თქმით, მიწისძვრა, რომელიც ორშაბათს, ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე მოხდა, ყველაზე დიდი კატასტროფა იყო თურქეთის ისტორიაში 1939 წლის კატასტროფული ერზინჯანის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 33 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
ერდოღანმა განმარტა, რომ მიწისძვრა 7,7 მაგნიტუდის იყო და ახლა მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს შედეგების აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, მიწისძვრის ზონაში შენობების ნანგრევებზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას დახმარების შეთავაზება უკვე მიღებული აქვს მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, მათ შორის, ევროკავშირიდან და ნატოდან.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025