27/02/2023
15:49
მსოფლიო
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„ანადოლუს“ ცნობით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში იყო.
კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის იუნუს სეზერის თქმით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 69 ადამიანი და ერთი დაიღუპა.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.
0
0