-share.jpg)
თურქეთში ჰათაის პროვინციაში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:36 საათზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც, განსაკუთრებით ადანაში.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, თურქეთში 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში კიდევ 33 ათასი მიწის ქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ კოხრამანმარაშის პროვინციაში, ფაზარჯიკის რაიონში ( 7,7 მაგნიტუდის) და ელბისტანის რაიონში ( 7,7 მაგნიტუდის), მაისის თვეში 33 077 მიწისძვრა მოხდა“, - ნათქვამია „ტვიტერზე“ გავცრელებულ განცხადებაში.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026