
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად 7-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ერთი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე, დროშები დაშვებული იქნება.
"2023 წლის 6 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების გამო შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. ჩვენი დროშა ნახევარ ანძაზე იქნება აღმართული 2023 წლის 12 თებერვალს, კვირას, მზის ჩასვლამდე, ჩვენს ყველა ქვეყანაში და უცხოურ წარმომადგენლობაში" - წერს ერდოღანი.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 300 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავებულია. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშოები გრძელდება.
ცნობილია ისიც, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025