
თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის, ხკონკრეტული სქემა ხვალ გამოცხადდება.
„იგეგმება მოქალაქეების დახმარება. გუშინ გვქონდა სატელეფონო საუბარი მინისტრთან. მივიღეთ დავალებები, ალბათ ხვალ გაცხადდება. ბევრი უკვე გამოვიდა ზონიდან დახმარებით, ზოგს დავეხმარეთ დისტანციურად, ზოგი დარჩა. ხვალისთვის გაცხადდება უფრო კონკრეტული სქემა, რას აპირებს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. მთავარია, მოხდეს ლოკალიზება. იყო შემთხვევები, როცა მათ ჰქონდათ გამოსვლის სურვილი, მაგრამ შემდგომში დარჩენის გადაწყვეტილებას იღებდნენ. ისინი ცდილობენ, თურქეთისთვის ასეთ ტრაგიკულ მომენტში არ მიატოვონ ახლობლები, მეგობრები, ის ოჯახები, რომლებშიც ისინი მუშაობდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხთან.
0
0