თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
19/04/2024
16:29
მსოფლიო
A-
+A
თურქეთში ბულგარეთიდან ჩასული სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იტყობინება.
ბულგარული სარეგისტრაციო ნომრებით ავარია ქალაქ კირკლარელთან, ბულგარეთის საზღვრიდან არც თუ ისე შორს მოხდა. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ დიდი სამგზავრო ავტობუსი ამოტრიალებულია.
Anadolu მგზავრების საერთო რაოდენობასა და ინციდენტის გარემოებებზე დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ წერს.
ამასთან, გამოცემა Hurriyet-ი წერს, რომ ავტობუსში მხოლოდ 11 ადამიანი იმყოფებოდა და ის თურქეთიდან ბულგარეთისკენ მიემართებოდა.
დაშავებულები ახლომდებარე ქალაქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შესაბამისი სამსახურები ადგილზე აგრძელებენ მუშაობას.
0
0
145
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%