
თურქეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2921 ადამიანი დაიღუპა და 15 834 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოტქაიმ განაცხადა, რომ დანგრეული შენობების ნანგრევებიდან 7840 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.
რაც შეეხება სირიას, იქ სტიქიას სულ მცირე 1444 ადამიანი ემსხვერპლა.
შესაბამისად, ორ ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ახლა 4365-ს მიაღწია.
დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა იზრდება, რადგან სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, რვაჯერ გაიზარდოს.
თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025