08/11/2022
19:15
მსოფლიო
თურქეთმა რუსული გაზის საფასურის გადახდა ნაწილობრივ რუბლებით დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთში რუსული გაზის მოხმარების წილი 40%-ს შეადგენს. ენერგეტიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ცდილობს ძლიერი გლობალური ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.
"ვაჭრობა ნაწილობრივად რუბლებში დაიწყო. უახლოეს თვეებში გარკვეულ ინტენსიფიკაციას დავინახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან არსებობს კონსენსუსი”, - თქვა დონმეზმა.
მინისტრი ამბობს, რომ მათიი მიზანია შექმნან გამჭვირვალე, უსაფრთხო ბაზრობა, სადაც ყველას შეეძლება მოგება ნახოს.
წლის ბოლომდე ჩვენს საგზაო რუკას შევადგენთ. შესაძლოა, იანვარ-თებერვალში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებით შევკრებთ როგორც მიმწოდებელ ქვეყნებს, ასევე მომხმარებელ ქვეყნებს, შევკრებთ აზრებსა და იდეებს, რომლებიც საჭიროა ასეთი ბაზრობის მუშაობისთვის”, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
0
0
გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
22/10/2024