16/11/2021
14:11
მსოფლიო
„ეჭვმიტანილიბიზნესმენი, სამირ ჰანდალი, ორშაბათს დილით სტამბოლის აეროპორტში დააკავეს,სადაც ის აშშ-დან ჩავიდა და შემდეგ იორდანიაში გამგზავრებას აპირებდა,“ - იუწყება Anadolu Agency. მისი დაკავების შესახებ ჰაიტის ხელისუფლებამ ორშაბათს მოგვიანებით განაცხადა.
"თურქ მინისტრთან, ჩემს მეგობარ მევლუთ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბარი მქონდა და თურქეთს პრეზიდენტის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, სამირ ჰანდალის, დაკავებისთვის მადლობა გადავუხადე", - წერს ჟოზეფი ტვიტერზე. მან არ დააკონკრეტა მოითხოვს, თუ არა ჰაიტი დაკავებული მამაკაცის ექსტრადიციას.
Anadolu Agency-ს ინფორმაციით, სამირ ჰანდალი ინტერპოლის მიერ იძებნებოდა და ის, მოგვიანებით, სასამართლოს წარმომადგენლებმა დაკითხეს, რომლებმაც თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, მის მიმართ 40-დღიანი დროებითი პატიმრობის ბრძანება გასცეს. სამირ ჰანდალი სტამბოლის მალთეფეს ციხეში იმყოფებოდა.
ჟოვენელ მოიზი, 53 წლის ყოფილი ბიზნესმენი, რომელმაც თანამდებობა 2017 წელს დაიკავა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე თავდასხმის დროს დაშავდა. მთავარ ეჭვმიტანილებად კოლუმბიელი დაქირავებული ჯგუფი მიიჩნიეს, თუმცა საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.
მოიზის მკვლელობამ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა გააღრმავა. ინციდენტის შემდეგ, აგვისტოში, ჰაიტის 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაატყდა თავს, რომელმაც 2200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა; ასევე ქვეყანა ბანდიტური დაგჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გააქტიურებასა და საწვავის მწვავე დეფიციტის პრობლემას ებრძვის.
https://www.theguardian.com/world/2021/nov/16/turkey-arrests-suspect-in-assassination-of-haitian-president-jovenel-moise
0
0