
ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შედიოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ელემენტებმა გაანეიტრალეს.
„ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ მტკიცედ და უყოყმანოდ მიიღება ყველა საჭირო ზომა. ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად შესაბამის ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენა ყურადღებით კონტროლდება და ფასდება, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია“, – აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0