03/12/2024
14:02
მსოფლიო
თურქეთის სასამართლომ ცხრა მომიტინგე დააპატიმრა, რომლებმაც გასულ კვირას, სტამბოლში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლა ჩაშალეს და მისი მთავრობა, ემბარგოს მიუხედავად, ისრაელში ნავთობის ექსპორტის გაგრძელებაში დაადანაშაულეს.
ინციდენტი ფორუმზე ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლის დროს მოხდა, როდესაც მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მთავრობა ვერ ახერხებს მისი პროპალესტინური რიტორიკის შენარჩუნებას. ისინი სკანდირებდნენ სლოგანებს: „გემებს ბომბები მიაქვს ღაზაში“, „შეაჩერე გენოციდის გაღვივება“.
,,ნუ გახდებით აქ სიონისტების რუპორები! რამდენიც არ უნდა ეცადოთ პროვოცირებას, არ გამოგივათ. მთელ მსოფლიოში, სიონისტებმა კარგად იციან, სად დგას თაიფ ერდოღანი. მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ ეს ჯერ კიდევ ვერ გაგიგიათ,“ - განაცხადა ერდოღანმა.
პოლიციამ აქციის მონაწილეები ღონისძიებიდან გააძევა, სტამბოლის მთავარმა პროკურორებმა კი მათ პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და უკანონოდ გამართულ აქციაში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს და დააკავეს. დაკავებებს ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და უფლებადამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა აქციის მონაწილეების დაკავება დემოკრატიისთვის დარტყმად შეაფასა და მათი სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა.
0
0