თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანზე თავდასხმა არასწორია, ირანი ბირთვული მოლაპარაკებებისთვის მზადაა
A-
+A

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა შეცდომა იქნება, რადგან თეირანი მზადაა აშშ-თან ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
„ირანზე თავდასხმა არასწორია. ომის კვლავ დაწყება არასწორია. ირანი ბირთვულ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა“, - განაცხადა ფიდანმა.
მისი თქმით, ამერიკელები ირანს ჯერ ერთ თემაზე უნდა ესაუბრონ, ხოლო მისი დახურვის შემდეგ მეორეზე გადავიდნენ.
„ჩემი რჩევა ამერიკელი მეგობრებისადმი იქნება: „დახურეთ ირანთან თემები ერთი მეორის მიყოლებით. დაიწყეთ ბირთვული თემით, დახურეთ, და ნუ განიხილავთ მას პაკეტში. თუ თქვენ მას პაკეტში განიხილავთ, ირანელი მეგობრებისთვის იქნება ძალიან რთული ამის შესრულება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0
20
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%