
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს შეხვდა. ინფრომაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც მედია, წერს ფიდანი შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს სთხოვს აშშ-ს მიერ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენას.
შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ შეხვედრა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზე საკითხებზე სასაუბროდ გაიმართა.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, რათა იმსჯელონ უსაფრთხოებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვან საკითხებზე. სახელმწიფო მდივანმა ითხოვა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინაში და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მარკო რუბიომ გამოხატა შეშფოთება თურქეთში ბოლო დროს მიმდინარე დემონსტრაციების გამო.
0
0