
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ავიაკატასტროფის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, საქართველოში თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.
1
0