23/12/2024
15:36
საზოგადოება
“მწუხარებით შევიტყვეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, ბატონი გიორგი ლელაშვილი.” სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს" - განცხადება თურქეთის საელჩომ X-ზე გამოაქვეყნა
"მწუხარებით შევიტყვეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მეხანძრე-მაშველი, ბატონი გიორგი ლელაშვილი. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ჩვენს ქართველ მეგობრებს. მშვიდად განისვენოს გმირი გიორგი ლელაშვილის სულმა", - წერია თურქეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც იქსზე გამოქვეყნდა.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ამერიკის საელჩოც.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მწუხარებას გამოთქვამს 21 დეკემბერს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტ გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო. გულითადად ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ ლელაშვილის ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია ტექსტში.
0
0