
თურქეთის მოქალაქემ ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ყალბ ვიდეომიმართვას დაუჯერა და თაღლითებს 2.5 მილიონი ლირა (58 ათასი დოლარი) გადაურიცხა.
ყალბ ვიდეოში იყო მოწოდება ინვესტიციებიდან სწრაფი მოგების მიღების შესახებ. ქალაქ საქარიაში მცხოვრებმა 56 წლის ირფან სეზგინმა ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა, სადაც თურქეთში ინვესტირების ყველაზე საიმედო გზაზე იყო საუბარი.
სეზგინმა ვიდეოში მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა და ინსტრუქციის მიღების შემდეგ ფული გადარიცხა. დაზარალებულს თაღლითები მსხვილი თავდაცვის კორპორაციის Baykar-ის და ნავთობკორპორაცია TPAO-ს თანამშრომლებად გაეცნენ. ირფან სეზგინმა აღმოაჩინა, რომ ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა და პროკურატურაში თაღლითების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026