28/05/2023
15:07
პოლიტიკა
თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა, – ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება.
ერდოღანის თქმით, თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში პირველად გახდნენ მეორე ტურის მომსწრე. ამასთან, ერდოღანის განმარტებით, მთელ მსოფლიოში არსად გამართულა არჩევნები, რომელშიც ამორჩეველთა 90-მა პროცენტმა მისცა ხმა.
„ამჯერად საარჩევნო ბიულეტენზე აღარ არის პოლიტიკური პარტიები და ბიულეტენი არაა ერთი მეტრის სიგრძის. ახლა არის მხოლოდ ორი კანდიდატი და ხალხი მხოლოდ მათ მისცემს ხმას. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. თურქეთის დემოკრატიის ისტორიაში პირველად ვართ მეორე ტურის მომსწრენი. ამასთან, არსად მთელ მსოფლიოში არ გამართულა არჩევნები, რომელშიც ამორჩეველთა 90-მა პროცენტმა მისცა ხმა“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მეორე ტურში თურქეთის მე-13 პრეზიდენტად კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
0
0