13/01/2025
13:48
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც მათ, კერძოდ, უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.
როგორც მედია იტყობინება, სატელეფონო საუბრისას განიხილეს სირიაში განვითარებული მოვლენები, ენერგოუსაფრთხოება და უკრაინაში არსებული ვითარება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფიდანმა და ლავროვმა „გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ პრობლემებზე, მათ შორის უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების კონტექსტში“.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირდა კრემლის ხელმძღვანელს ვლადიმერ პუტინს. განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოს, ასევე დეკემბრის დასაწყისში.
მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი არ უჭერს მხარს აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული ATACMS რაკეტების გამოყენების ნება დართოს.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025