02/01/2023
23:29
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ექსპორტი რჩება თურქეთის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. “ჩვენი მიზანია, ქვეყანა გავხადოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპორტიორ ქვეყანას შორის”, აღნიშნავს ერდოღანი.
თურქეთის ლიდერის თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ნეგატიური პროცესების მიუხედავად, 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ერდოღანმა, როგორც მიღწევის მაგალითი, ყურადღება გაამახვილა თურქი კინორეჟისორების წარმატებაზე.
„დღეს თურქეთი სერიალების ექსპორტით მსოფლიოში მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ. 2023 წლის ბოლოსთვის ჩვენ ვგეგმავთ ფილმებისა და სერიალების ექსპორტიდან შემოსავალი $1,5 მილიარდ დოლარზე ზემოთ ავიყვანოთ, ხოლო მაყურებლის რაოდენობა 1,5 მილიარდამდე გავზარდოთ", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლისთვის თურქეთის სამედიცინო მომსახურების ექსპორტის მიზანი 5 მილიარდი დოლარია.
0
0