18/12/2023
22:11
მსოფლიო
თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი ერთობლივი ძალებით შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდას გეგმავენ, რომელიც ნაღმებით რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაბინძურდა. შეთანხმება, სავარაუდოდ, მომავალ თვეში გაფორმდება.
"უკრაინა-რუსეთის ომის გამო, ნაღმები განთავსებულია როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პორტებში. ეს ნაღმები ზოგჯერ იხსნება და ჩვენს სრუტემდე აღწევს დინების გამო", - განუცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გიულერმა ჟურნალისტებს.
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდა პირველი ერთობლივი ქმედება იქნება, რომელსაც შავი ზღვის ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განახორციელებენ. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ხელმოწერის ცერემონიალს სტამბოლში, 11 იანვარს გამართავენ.
სამივე ქვეყანა NATO-ს წევრია, გიულერის განცხადებით, მათი ერთობლივი ქმედება ალიანსის ოპერაციად არ ჩაითვლება. თურქეთი ეწინააღმდეგება NATO-ს სხვა ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის საზღვაო ძალების შავ ზღვაში ყოფნას, რადგან თვლის, რომ ეს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას შეუწყობს ხელს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანა მოკავშირეებისგან დახმარების მისაღებად მზადაა.
წყარო: bm.ge
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024