19/11/2023
12:43
მსოფლიო
თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება", - აღნიშნა ერდოღანმა.
იმავე გამოსვლაში ერდოღანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში პირველი სამუშაო ვიზიტით 17 ნოემბერს გერმანიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად.
სააგენტო „dpa“ წერს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში.
„გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა“, - განმარტავს სააგენტო.
0
0