
თურქეთი გაეროს შუამავლობით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს
„რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, თურქეთი შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებს,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანობს, რადგან მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ ისევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს კაცობრიობის მსახურებაში“, - აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას.
29 ოქტომბერს, რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის [ყირიმის ნახევარკუნძულზე] ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.
გაერო და თურქეთი ჯერ კიდევ ივლისში დადებული გარიგების ორი მთავარი შუამავალია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ნაბიჯს "სრულიად აღმაშფოთებელი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მსოფლიოში შიმშილის დონეს გაზრდის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი თქვა, რომ მოსკოვი საკვებს იარაღად იყენებს და ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.
0
0