
“თურქეთს არ აქვს დრო, რომ მოახდინოს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინადადებების რატიფიცირება მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე,” - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
თურქეთის მიერ ქვეყნების განაცხადების რატიფიცირება ნატოში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეასრულებს სტოკჰოლმი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დაპირებებს, რომლებიც ანკარას აღუთქვა - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს.
„სტოკჰოლმი სრულად არის მოწოდებული იმ შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც გასულ წელს მადრიდში გაფორმდა, მაგრამ ქვეყანას კიდევ ექვსი თვე სჭირდება ახალი კანონების დასაწერად, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემს გამოიყენოს ტერორიზმის ახალი განსაზღვრებები“ - თქვა კალინმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
0
0