10/07/2023
12:50
საზოგადოება
თურქეთში, ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებაზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) განაკვეთები გაიზარდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მიიღო და ძალაში უკვე შევიდა.
სიახლემ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. სერვისებზე გაზრდილ საფასურზე თავის ასარიდებლად, თურქებმა, საქართველოში შემოდინება აქტიურად დაიწყეს, რის გამოც სარფის საბაჟოზე უსასრულო რიგებია.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც თურქეთის მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია, საზღვარგარეთ ნაყიდი მობილურით სარგებლობისთვის საჭირო IMEI რეგისტრაციის საფასურის 20 ათას ლირამდე გაზრდა იყო.
შედეგად, ასობით ადამიანი, ვისაც ტელეფონის ყიდვა უფრო დაბალი სარეგისტრაციო გადასახადით სურდა, საქართველოში შემოვიდა. ისინი საბაჟოზე რიგში საათობით დგანან, რათა 14 ათას ლირაზე მეტი დაზოგონ.
წყარო: tv25
0
0