-share.jpg)
იტალიაში, ქალაქ ტურინში გაიმართა CERVIM-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსის, Mondial des Vins Extrêmes 2022-ის დაჯილდოება, სადაც, როგორც გახსოვთ, ბადაგონის ღვინოები 11 ოქტომბერს 4 ოქროს მედლით დაჯილდოვდა:
🥇საფერავი რეზერვი 2010
🥇ალავერდის ტრადიცია 2015
🥇ქვევრის ქისი 2020
🥇საფერავი ქაშერი 2018
მედლები, ტურინში, “ბადაგონის” კონსულტანტს ევროპაში, სალომე სალაყაიას, საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
კონკურსის წარმომადგენელმა რობერტო გაუდიომ კომპანია “ბადაგონს” მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “ბადაგონის” ღვინოები ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი ქართული, გემოვნური თვისებებით და მოწინავე პოზიციებს იკავებს მსოფლიო ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ ეს კონკურსი ჩატარდა OIV-ის (ღვინისა და ყურძნის საერთაშორისო ორგანიზაცია) პატრონაჟითა და ავტორიზირებული იყო იტალიის სოფლის მეუენეობის სამინისტროს მიერ.
0
0