
უცხო ქვეყნების მცდელობა, აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლება აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„ყველა ამერიკელის სიტყვის თავისუფლების უფლება ჩვენი, აშშ-ის კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნების მცდელობა, დააწესონ თავიანთი თავისუფლების საწინააღმდეგო პოლიტიკა ამერიკული ხმების ცენზურისთვის და აიძულონ ამერიკული პლატფორმები დაარეგულირონ ან ჩაახშონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა. ამას პასუხი უნდა გაეცეს პასუხისგების დაკისრებით“, – წერს ტულსი გაბარდი.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025