02/05/2022
13:58
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრების მოთხოვნას, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პატიმრის ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციებს ვერ ექნება წარმატება, ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, ადამიანის ადგილი, „რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის“, ციხეშია.
„ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ კუთხით ყველაფერი უნდა კეთდებოდეს და კეთდება კიდეც. თუ პატიმარი განწყობის არარსებობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს, აქ არ ვიცი რა უნდა გააკეთო, თუმცა აქაც შეიძლება იყოს რამე გზები. ერთ რამე შეიძლება ითქვას: ყველანაირი პირობებით არის უზრუნველყოფილი კონკრეტული პატიმარი, ბუნებრივია, ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება, დანარჩენი არის პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს ვერ ექნება წარმატება, რადგან ხალხი „ნაცმოძრაობას“ არ უჭერს მხარს.
გადაცემა-გათავისუფლება არის გამორიცხული, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: თუ კი ვინმე ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გადაცემას, ან გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ეს არის ომში საქართველოს ჩართვა. ძალიან მკაფიოდ ვამბობ ამას კონკრეტულ ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვერანაირ გადაცემაზე და გათავისუფლებაზე ვერ იქნება საუბარი. ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისთვის, ქვეყნის არევისთვის და რომელიც დამსახურებულად იხდის სასჯელს, უნდა იყოს იქ, სადაც არის მისი ადგილი. მარტივად გვაქვს საქმე: კაცს შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს. კეთილი ინებოს, მიიღოს და დამთავრდება ამით ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0