18/04/2024
18:18
პოლიტიკა
“ევროპას თუ არ სჭირდები, ის არაფერს მოგცემს. პოლიტიკაში ლამაზი თვალებისთვის არაფერს იძლევიან- საჭირო უნდა იყო..” - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ რადიო “სივრცის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ თავის თავი უნდა დაიმკვიდროს, სხვისი სურვილების შესრულებით დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ ვიქნებით.
„კანდიდატობა მას შემდგე მოგვცეს, რაც უარი გვითხრეს და შუაში ბევრი არაფერი მომხდარა. რატომაც მოგვცეს, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩინეთიდან ამუშავდა სატრანზიტო ხაზი ევროპისკენ. სასწრაფოდ მოგვცეს სატატუსი, რადგან ევროპას არ სურდა თავისი გავლენის გარეშე დაეტოვებინა საქართველო. თუკი საქართველო თავის თავადობას შეინარჩუნებს, თუ ბალანსის პოლიტიკას გაატარებს და არა რიტორიკის, ის მიიღებს ევროპისგან რაც ევროპასაც უნდა და რაც საქართველოს სურს. ევროპას თუ არ სჭირდები, ის არაფერს მოგცემს. პოლიტიკაში ლამაზი თვალებისთვის არაფერს იძლევიან- საჭირო უნდა იყო..
ამ კანონპროექტით მიღებით, შენ შეგეძლება თავაწეული ყოფნა და არა ფეხაწეული სხვა სახელმწიფოთა შორის - გვახსოვს, ცალი ფეხი ავწიოთ და თუკი გვეტყვიანო. არ შეიძლება ასე ყოფნა. საკმარია ცოლ- ქმარში ერთი ერთი მხარე გახდეს მეორე მხარის სურვილების შემსრულებელი, დაკარგავს ფასს. და ის დაიწყბეს მიზეზობას - არ შეიძლება მოიქცე საკუთარი სურვილების წინააღმდეგ არავის წინაშე. ის, რომ საქართველომ არ დათმოს და თავისი ნება გაიტანოს ბოლომდე, ამის მომხრე ვარ. ადამიანსაც კი აქვს ეს, როდესაც 3 წლის ბავშვი ამბობს, მინდა - სურს თავის თავი დაიმკვიდროს. ქვეყანამ თავი უნდა დაიმკვიდროს. სხვისი სურვილების შესრულებით, დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ ვიქნებით". - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შემობრუნება.
„ამ ნაბიჯს ბევრი ასპექტი ახლავს- პირველ რიგში მყარი, სტაბილური ხელისუფლება არ აწყობს რუსეთს. ირან- ისრაელის კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია დასჭირდეს ირანამდე რომ ჯარი გაიყვანოს. და თუ მყარი არ იქნება ვითარება საქართველოში, ეს ადვილია. ასევე, რუსეთს არ აწყობს, პროექტი ჩინეთიდან ევროპისკენ სატრანზიტო გადაზიდვების, რაც მილიარდებს ითვლის. თუ საქარათველო გადატრიალდება, რუსეთს მოუწევს ჩინეთთან მოლაპარაკება. ხომ არ გვაქვს მდგომარეობა, რომ რუსეთი არ გვინდა ძახილით, რუსეთის საქმეს ვაკეთებთ, ასეთი მდგომარეობა არაერთხელ მინახავს. - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქნით, კანონპროექტის თაროზე შემოდება არ არის კარგი ვარიანტი:
„როგორც კი თაროზე შემოიდება, ის ვინც ახლა იბრძვის, იტყვის, რომ გააფარჩაკეს ხელისუფლება- ვინც გარედან გაკრიტიკებს, ჩათვილის რომ გაფარჩაკებულია ხელისუფლება და რატომ გვინდა გაფარჩაკებული ხელისუფლება- ეს ხომ ჩვენი დამცირებაც იქნება? დათმობებზე წასვლა შესაძლოა გვიანი იყოს- ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა შემოეტანათ, მაგრამ რადგან შემოიტანეს, ბოლომდე უნდა მიიტანონ". - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
0
0