
,,ის, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე კონსტიტუციურ ორგანოებს, პრეზიდენტს და მთავრობას განსხვავებული პოზიციები აქვთ, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ისიც, რომ საკონსტუტიციო სასამართლოში მიდის დავა, სრულიად ნორმალურია, ეს საკითხი ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს და საკონსტუტიციო სასამართლო არის ის, ვისაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ დღეისათვის სასამართლო არის იმდენად თავისუფალი, რომ შეძლოს ამ საქმის ობიექტურად განხილვა, მოსამართლეების უმრავლესობა ჩემი დაკვირვებით, ზეწოლას განიცდის მმართველი გუნდის მიერ.
განცხადება ვნახეთ ყველამ, ამ ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობის და ოცნების გარდა, არსებობს სხვა ძალები და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ.
თუკი ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, საკონსტუტიციო სასამართლო იტყვის, რომ ეს კომპეტენცია პრეზიდენტს არ აქვს, აქ ლაპარაკია ელჩების დანიშვნაზე, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაბლოკოს მთავრობის მიერ შეთავაზებული ელჩის კანდიდატურა და ამის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს ყველა იმ კანდიდატის დანიშვნას, რომელსაც მთავრობა შესთავაზებს. ეს ავტომატურად ვერ გახდება მისი იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია, უმრავლესობამ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. მეორე საკითხია, ამას რამდენად გაიზიარებს სასამართლო და რამდენად მოგროვდება 100 ხმა პარლამენტში, მაგრამ მე რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ავტომატურად, სასჯელის დაკმაყოფილებიდან იმპიჩმენტი არ გამომდინარეობს და მეორე, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დაკმაყოფილების შემთხვევაში, იმპიჩმენტი არგუმენტად გამოიყენოს უმრავლესობამ და მესამე, ეს უბრალოდ არგუმენტი იქნება ასევე და უმრავლესობას არ ექნება ასი ხმა, იმისათვის რომ იმპიჩმენტი მოახდინონ პრეზიდენტის.'' - განაცხადა ვახტანგ მენაბდემ
0
0