17/11/2021
13:04
საზოგადოება
აქვე სერგეენკომ განმარტა, რომ კონსოლიდირებულ პოზიცია იმას ნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემისა და სამოქალაქო სექტორის ექიმები ერთად უნდა დასხდნენ და გადაწყვეტილება ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ.
„აქამდე ასეთი კონსოლიდირებული პოზიცია არ მინახავს. ვნახულობ ცალკეულს - პირობითად ადრინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის, გუშინდელი კონსილიუმის წევრების ნაწილის და ცალკე - სასჯელაღსრულების სისტემის ექიმების. გადამწყვეტი უნდა იყოს კონსოლიდირებული პოზიცია და არა პოლიტიკური პოზიცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პოლიტიკის ჩარევა, სიტუაციას რევს და არის დაძაბულობა, რამაც პოტენციურად პაციენტის ჯანმრთელობის შეიძლება საფრთხე შეუქმნას.
"რაც შეეხება გუშინდელ კონსილიუმს, რომლის ორგანიზებაც სახალხო დამცველმა გააკეთა, ზოგადად, კლინიკურ მედიცინაში ალტერნატიული კონსულტაცია მიღებულია. ამ კონსილიუმის მონაწილე ექიმებს პრაქტიკულად ყველას ვიცნობ. ისინი ნამდვილად ავტორიტეტული ექიმები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთში ექიმები შეჯერდნენ. ვვარაუდობ, რომ მათი დასკვნა, იქნება გამოსადეგი და სასარგებლო სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ექიმებისთვის, რათა თუკი რაიმე გამოსასწორებელია, გამოსწორდეს და უკეთესი სერვისი გვქონდეს.
პაციენტის მოვლაზე კონცენტრირებული უნდა იყოს სამედიცინო პერსონალი, რათა მას საუკეთესო სერვისი ჰქონდეს - არ ვიცი, რა შუაშია აქ მესამე მხარე და სტრასბურგის სასამართლო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მოვლა პოლიტიკოსებმა ექიმებს აცალონ! შიმშილობის დროს სავარაუდო გართულებებზე, რა ეტაპზე რა შეიძლება მოხდეს - ამაზე არის საერთაშორისო, წარმოუდგენლად დეტალური პროტოკოლები, სადაც ყველა პარამეტრი არის თვლადი. ამ პროტოკოლთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს და თუკი რაიმე შეიძლება ადგილზე გამოსწორდეს, გამოსწორდეს ადგილზე, ხოლო თუკი გამოსწორება ადგილზე შეუძლებელია, იზრუნონ პირობებზე, სადაც ეს იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024