პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე რეზონანსული კანონპროექტის განხილვა ხმაურით გრძელდება.
კომიტეტზე გაკეთებულ განცხადებებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე გამოეხმაურა და დაწერა:
“დეპუტატებმა კირკიტაძემ და შავგულიძემ გაახმოვანეს ერთი და იგივე შეკითხვა და წინადადება: ”თუ თქვენთვის მთავარი არის გამჭვირვალობა, მაშინ ამოვიღოთ ფრაზა "უცხო ქვეყნის გავლენის" და დავტოვოთ მხოლოდ გამჭვირვალობაო (ანუ რეესტრი)".
კანონპროექტის მომხსენებელი ეკითხება, “თუ ასეთ ცვლილებებს შევიტანთ, ანუ გავითვალისწინებთ თქვენს წინადადებებს, კანონს მხარს დაუჭერთ?”
შავგულიძის პასუხი უარყოფითი იყო. “კანონს სხვა მანკიერებაც აქვსო”.
როგორც სჩანს ოპოზიცია არ იყო მზად, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორების მზადყოფნა იქნებოდა.
თუ ზიხართ მუხლობრივ განხილვაზე და “ოცნება” მზადაა ცვლილებებისთვის, თქვენ რისთვის ხართ მზად." - წერს სალუქვაძე.
ცოტა ხნის წინ ანალოგიური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო წილოსანმაც.
0
0