
ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთი იაპონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:
“რუსეთი უკრაინას სთავაზობს შეთანხმების აბსოლუტურად მისაღებ ვარიანტს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთთან მოილაპარაკოს და ზელენსკიმ პუტინთან ერთად ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.
თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დადებს სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან, დამიჯერეთ, მას მოკლე დროში მოუწევს ხელი მოაწეროს ჩაბარების აქტს. რუსეთი ამ ომში არ წააგებს. ამაში თქვენც 100%-ით ხართ დარწმუნებული”, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მათ წინააღმდეგ ვითარების ესკალაციას გააგრძელებს, მინსკს საპასუხო რეაქცია ექნება:
“თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროვოცირებას, ჩვენ იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ. მაგრამ მე, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ არ მოგვიწევს უკრაინასთან ბრძოლა”, – თქვა მან.
0
0