03/01/2025
16:47
საზოგადოება
კულტურის ყოფილი მინისტრი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს სოციალური ქსელით მიმართავს და აცხადებს, რომ "გადატრიალებას იმისთვის ცდილობს, რომ კვლავ "გოსსავეტი" შეგვაქმნევინოს ქვეყანაში (ტექნიკური მთავრობა), თავად კი რომელიმე ეთერში დაჯდება ისევ, პურის ნამცეცებს დააგორგოლავებს მუჭში და დაგვარიგებს ჭკუას, ამჯერად ალბათ ფრანგულად (რუსოფილი ვითომ არასოდეს ყოფილა, ბოვშებს ატყუებს ასე)."
წულუკიანი წერს:
"გამოჩენილი ხელოვანი ქალი (საბჭოთა რუსეთისა და მოსკოველი კომუნისტების მიერ ბოძებული პრივილეგიებით სარგებლობას არასოდეს თაკილობდა), ზედმეტსახელად "ტადა კადა". უფრო მეტიც, პირადად ჩემთვის - დიდი რეჟისორი და კარგი მთარგმნელი. ინტელექტუალი.
მაგრამ (However), პრაfესიანალი პუტჩისტი, ასაკშიც რომ პროფესიას არ ღალატობს, ისეთი. რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს წინ კიბე თუ აქვს, მოარიდეთ, რადგან რისკია, ჩამოჯდეს და აღარ ადგეს მანამ, სანამ სისხლი არ დაიღვრება. თუმცა, კიბესაც აღარ დაგიდევთ, ერთი წლის წინ, ორ-სამ ახალგაზრდას აყოლილი, უკიბო თეატრალურის წინ აპირებდა ბანაკის დაცემას და ვერ მივართვი (ცხელი ფაფა). ახლა, გადატრიალებას იმისთვის ცდილობს, რომ კვლავ "გოსსავეტი" შეგვაქმნევინოს ქვეყანაში (ტექნიკური მთავრობა), თავად კი რომელიმე ეთერში დაჯდება ისევ, პურის ნამცეცებს დააგორგოლავებს მუჭში და დაგვარიგებს ჭკუას, ამჯერად ალბათ ფრანგულად (რუსოფილი ვითომ არასოდეს ყოფილა, ბოვშებს ატყუებს ასე).
ახალგაზრდებს მოუსმინოს მთავრობამო, ბრძანა თავადვე, და ხომ ვარ თქვენზე ზუსტად ორჯერ ახალგაზრდა?! ვარ. ჰოდა, ინებეთ ჩემი მწარე შეფასება და შეირგეთ. ჯერ თავად ისწავლეთ ახალგაზრდების მოსმენა! არ შეგვჭამა?!
PS თუ წაიკითხავთ, გთხოვთ, დამშვიდდეთ და მოგვცეთ საშუალება, გცეთ პატივი იმ ღვაწლის გამო, რაც ქართულ კულტურას დასდეთ. გეუბნებით, როგორც ახალგაზრდა, რომ შეუსაბამოა ქუჩა-ქუჩა სიარული თქვენს ასაკთან და თქვენს დიდ შემოქმედებასთან. ვაჰ." - წერს თეა წულუკიანი და 90-იანი წლების (პუტჩი) ვიდეო აქვეყნებს.
0
0