01/11/2022
12:48
მსოფლიო
ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ, რუსეთს მოუწოდა, არ შეაფერხოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი.
„თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რუსეთს "მძიმე შედეგები" ელის.
პუტინი, საკუთარი "სამხედრო წარუმატებლობის" გამო, ახლა "შურს იძიებს" უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და მთელი მსოფლიოს დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე და მან ეს დაამტკიცა ელექტროსადგურების მიზანმიმართული განადგურებით და სასიცოცხლო მნიშვნელობის „მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმებიდან“ გასვლით.
პუტინი უპასუხისმგებლოდ საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე და აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, თითქოსდა უკრაინა გეგმავს „ბინძური ბომბის“ აფეთქებას საკუთარ ტერიტორიაზე. არც ერთი სხვა ქვეყანა არ საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და არცერთი ქვეყანა არ ემუქრება რუსეთს ან პრეზიდენტ პუტინს.
მან კარგად უნდა იცოდეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, ბირთვული იარაღის ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენება ფუნდამენტალურად შეცვლის ამ კონფლიქტის ხასიათს და ეს მძიმე შედეგებს მოუტანს რუსეთს.
როგორც ცნობილია, რუსეთმა შეაჩერა მონაწილეობა ე.წ. მარცვლეულის გარიგებაში, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების (ყოველდღიურად 100,000 ტონა) ექსპორტს ითვალისწინებს, მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში (მაგ., ეთიოპიაში, იემენსა და ავღანეთში). არაკეთილსინდისიერი იქნება, რომ უკრაინასთან ბრძოლის ველზე პუტინის წარუმატებლობის გამო ეს ქვეყნები დაზარალდეს,“ - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
0
0