
თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის გამოსავალი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა თავად განაცხადა, რომ პარტიის ლიდერია.
„ერთდროულად კამპანია, რომ ლევან ხაბეიშვილი არაფერს წყვეტს და ლევან ხაბეიშვილის ბრალია ყველაფერი და გადადგეს, შეუთავსებელია ერთმანეთთან. ჩამოყალიბდეს ეს ხალხი - ხაბეიშვილი წყვეტს ყველაფერს და მისი ბრალია, თუ ხაბეიშვილი არ წყვეტს. ერთად არ შეიძლება ორი კამპანია აწარმოო, ეს ერთი რჩევა ჩემგან და მეორე საკითხი - სააკაშვილმა თქვა, რომ არის ლიდერი. სააკაშვილი არა მარტო ლიდერია „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ გამარჯვების კოალიციის ლიდერიცაა და თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, მიმართოს მიხეილ სააკაშვილს. ეს არის გამოსავალი“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრმა, მათ შორის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს.
0
0