05/12/2024
16:23
პოლიტიკა
დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ კეზერაშვილმა თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, ასობით მილიონი დოლარი უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, "ის ჭეშმარიტად ნეტარია".
"დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი.
თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია. ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ." - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0