
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ბეკენბაუერი წავიდა. მამაჩემი რომ ფეხბურთს მაცნობდა, ჯერ ჩამოთვლიდა პელე, ზაგალო, დიდი, ვავა, გარინჩა, კემპესი, მარადონა, სოკრატესი, კრუიფი და ბოლოს ბეკენბაუერი - ასე ამთავრებდა. ყველაზე მაგარი ეს ბოლო მეგონა, რადგან გვარი ჟღერს ასე, თითქოს მთელი ძალით ურტყამ და ძელს ხვდება - ბეკენბაუერ!
ყველაზე მაგარი თუ არა, სადაც ოც ფეხბურთელს ჩამოთვლიან, მას მერე, რაც ეს დიდი ამბავი არსებობს, ერთი აუცილებლად იქნება ელეგანტური ფრანცი. როგორც მოთამაშეა, ისეც მოუგია მსოფლიო და როგორც მწვერთნელს - ისეც. ახლა იქაურობის ჯერია - არც იქ იქნება ადვილი, თუ ვინმე ბურთის გორების საქმეში რამე სტილს სათავეს უდებდა - უკვე ზეცაში ასპარეზობს" - წერს კეკელიძე.
0
0